უნგრეთში "ფორმულა 1"-ის მორიგი გრანპრი გაიმართა. შეჯიბრი დაძაბული გამოვიდა, გამარჯვება კი - მაკლარენის პილოტებმა, ოსკარ პიასტრიმ და ლანდო ნორისმა მოიპოვეს.
პოდიუმზე მათთან ერთად, ლუის ჰემილტონი ავიდა, რომელმაც ეს კარიერაში მეორასედ მოახერხა. ახალგაზრდა ავსტრალიელმა მრბოლელმა, ოსკარ პიასტრიმ გრანპრის მოგება პირველად შეძლო. მომდევნო გრანპრი 28 ივლისს ბელგიაში გაიმართება. ეს მიმდინარე სეზონში რიგით მე-14 რბოლა იქნება.