29 სექტემბერი 2024,   05:23
ვრცლად
სრულმასშტაბიანი საჰაერო განგაში უკრაინის ყველა ოლქში - არის მსხვერპლი

უკრაინაში ომი გრძელდება - სრულმასშტაბიანი საჰაერო განგაში უკრაინის ყველა ოლქში, რუსეთის ტერიტორიიდან, "მიგ-31" ტიპის თვითმფრინავის აფრენის გამო ჩაირთო.

რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხერსონის ოლქზე, დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი. დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად, დაშავდა 9 სამოქალაქო პირი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 133 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

დღის ამბები