18 ოქტომბერი 2024,   07:34
ვრცლად
ჰამბურგში ისლამური ცენტრი დახურეს - მოტივი, ექსტრემიზმის პროპაგანდაა

ჰამბურგში ისლამური ცენტრი დახურეს. მეჩეთში და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავი უწყებები შენობებს ჩხრეკენ. გერმანიის პოლიცია ცენტრის წინააღმდეგ გამოძიებას რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა. სავარაუდოდ, ორგანიზაცია ტერორისტულ დაჯგუფება "ჰესბოლას" უჭერდა მხარს.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, "ჰამბურგის ისლამური ცენტრი" ექსტრემიზმის პროპაგანდის გამო აიკრძალება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ცენტრთან დაკავშირებულ 53 ობიექტზე, მთელი გერმანიის მასშტაბით, პოლიციამ ჩხრეკა უკვე ჩაატარა. მოტივი აგრესიული ანტისემიტიზმის გავრცელებაა.

დღის ამბები