18 ოქტომბერი 2024,   07:34
ვრცლად
თუ სლოვაკეთი არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული კანონის მიღებას გააგრძელებს, ევროკომისია მის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებს

ევროკომისიამ სლოვაკეთი გააფრთხილა. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული კანონის მიღებას გააგრძელებს, ევროკომისია სლოვაკეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებს.

სლოვაკეთში განიხილება კანონპროექტი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს "უცხოური მხარდაჭერის" სტატუსით რეგისტრაციას ავალდებულებს.

"კრიტიკული დამოკიდებულება გვაქვს კანონთან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება. ახლა უნგრულის მსგავს კანონზე მიდის მუშაობა, რომელიც სუვერენიტეტს ეხება. ეს ევროკომისიის მხრიდან კრიტიკის საგანია. ყოველთვის გვიწევს დაველოდოთ კანონის საბოლოო ვერსიას, რათა სათანადო ანალიზი ჩავატაროთ და ზომები ამის შემდეგ მივიღოთ. საჭიროების შემთხვევაში, არსებობს საშუალება და ვალდებულება რომ დარღვევის პროცედურები ავამოქმედოთ, მაშინ როდესაც ეროვნული კანონები ევროკავშირის კანონმდებლობას არ შეესაბამება. აქტივების გაყინვის შესაძლებლობა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიმართ არსებობს. იმ შემთხვევაში თუ დადგენილი იქნება, რომ ირღვევა პირობები ჩვენ რა თქმა უნდა ვიმოქმედებთ," - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ.

დღის ამბები