08 ოქტომბერი 2024,   20:40
ვრცლად
25 ოქტომბრიდან უკრაინა რუსეთთან პირდაპირ ავია მიმოსვლას წყვეტს

25 ოქტომბრიდან უკრაინა რუსეთთან პირდაპირ ავია მიმოსვლას წყვეტს. ეს კიევის საპასუხო ნაბიჯია რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც რამდენიმე კვირაა უკრაინული ავია ხაზებისთვის რუსული საჰაერო სივრცე დაიხურა.

ამ ფაქტთან დაკავშრებით, ოფიციალურ მოსკოვს განმარტება არ გაუკეთებია.

უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების სიაში ერთი რუსული ავია კომპანია ისედაც მოხვდა. 16 სექტემბრის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირება AEROFLOT-ს აეკრძალა.

 

დღის ამბები