18 ოქტომბერი 2024,   07:03
ვრცლად
ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა მეწყერმა, ეთიოპიაში 229 ადამიანი იმსხვერპლა - BBC

ეთიოპიაში, ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა მეწყერმა, სულ მცირე 229 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა მეწყრის შედეგად ჩამოწოლილი მიწის ფენის გაწმენდას და უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების პოვნას საკუთარი ძალებით ცდილობს.

ეთიოპიაში, მეწყერი ძლიერი წვიმების შედეგად კვირას, გოფის მთის ერთ-ერთი განცალკევებული სოფლის ტერიტორიაზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და ადგილობრივი მოსახლეობა იყო ჩართული. ორშაბათს, კიდევ ერთი მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც ასობით ადამიანი მოიყოლა. მიწის ფენის ქვეშ მოყოლილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები