08 სექტემბერი 2024,   03:36
ვრცლად
კახეთში მომხდარ ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია

კახეთში მომხდარ ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 30 წლის თამაზ წიქარაძეა. მას 29 წლის არჩილ გაწირიძისა და 52 წლის კახაბერ ზათიაშვილის მკვლელობას ედავებიან. სწორედ 29 წლის არჩილ გაწირიძის შვილის ნათლია იყო სავარაუდო მკვლელი, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

სროლის შედეგად, 52 წლის კახაბერ ზათიაშვილი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 29 წლის არჩილ გაწირიძე მოგვიანებით გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ორი ადამიანია მოკლული. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დაპირისპირება სამ მამაკაცს შორის სუფრასთან მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა ორი თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ადგილზე მოკლა. სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები