16 აგვისტო 2026,   12:40
ვრცლად
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის მეორე დღე - დღეს, გამარჯვებისთვის სამი ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის მეორე დღე - დღეს, გამარჯვებისთვის სამი ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს. ოლიმპიური მედლების მოპოვებას სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოცურავე ნოე ფანცხავა, ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი და მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი ეცდებიან.

გუშინ, ოლიმპიურ თამაშებზე მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა იასპარეზა, თუმცა თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე ის მედლის გარეშე დარჩა და გადამწყვეტ ბრძოლაში ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა.

გუშინვე, ასპარეზობდა ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეც, რომელიც 1/8-ფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14-15-ი დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ქალთა 100 მეტრზე ბატერფლაის დისციპლინაში საკვალიფიკაციო გაცურვაში მონაწილეობა მიიღო, ოლიმპიადის მონაწილე 15 წლის ქართველმა ანა ნიჟარაძემ, რომელმაც 31 გამომსვლელში 28-ე ადგილი დაიკავა და ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა.

ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში, საქართველოდან, სპორტის 10 სახეობაში, 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

დღის ამბები