25 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
პარიზის ოლიმპიადის მეორე დღეს, ქალთა ძიუდოში სენსაცია დაფიქსირდა

პარიზის ოლიმპიადის მეორე დღეს, ქალთა ძიუდოში -52 კგ წონით კატეგორიაში, სენსაცია დაფიქსირდა. ტურნირის მთავარი ფავორიტი იაპონელი უტა აბე მერვედფინალში დამარცხდა და ოლიმპიადას ნაადრევად დაემშვიდობა.

ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, 24 წლის აბე, უზბეკ მეტოქესთან, დიორა კელდიოროვასთან იპონით დამარცხდა.

იაპონელი ვაზარით იგებდა და მეტოქეს ორი შიდო ჰქონდა მიღებული. აბემ მარცხი ძალიან განიცადა და მას ტატამის დატოვებაც გაუჭირდა.

დღის ამბები