05 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
თენგიზ ცერცვაძეს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, დღეს დაკრძალავენ

საზოგადოება ცნობილ იმუნოლოგს, პროფესორსა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ემშვიდობება. თენგიზ ცერცვაძეს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, დღეს დაკრძალავენ, ამ წუთებში სიონის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

სამედიცინო სფეროში 52-წლიანი წარმატებული საქმიანობის შედეგად მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. როგორც ცნობილია, თენგიზ ცერცვაძე ბოლო დროს ავადმყოფობდა. ის იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.

მას 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

დღის ამბები