05 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
4 მილიარდი დოლარი ცეცხლისგან დაზარალებულებს - აშშ-ის ხელისუფლება ჰავაის მოქალაქეებს კომპენსაციას გადაუხდის

4 მილიარდი დოლარი ცეცხლისგან დაზარალებულებს - აშშ-ის ხელისუფლება ჰავაის მოქალაქეებს კომპენსაციას გადაუხდის

ჰავაის გუბერნატორის განცხადებით, 2000-ზე მეტი მოქალაქის სარჩელის რეგულირების საკითხი გადაწყდა, რომლებიც 2023 წელს, კუნძულ ჰავაიზე გაჩენილი ტყის ხანძრის გამო ფულად კონპენსაციას ითხოვდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მერის კაბინეტმა დაადასტურა, რომ მოქალაქეებს პრინციპული შეთანხმება შესთავაზეს, რომელიც 450-ზე მეტი სასამართლო საქმის დახურვას ითვალისწინებს.

როგორც განცხადებაში აღნიშნული, შეთანხმება 4,037 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ყველა მოსარჩელეს მაუიზე გაჩენილი ხანძრის საქმეზე.

2023 წლის აგვისტოში გაჩენილი ტყის ხანძრები, აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი აღმოჩნდა, რომლის შედეგადაც 100 ადამიანი დაიღუპა და ისტორიული ქალაქი ლახაინა განადგურდა.

დღის ამბები