16 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ზურაბ ქადაგიძე გია ხუხაშვილზე: მალე დადგება მისი "დაფერთხვის" დროც- დარწმუნებული ვარ, ბოლო კაპიკამდე მოუწევს მოპარულის და ნაძარცვის დაბრუნება

"ისე წავიდა ამის ნაკაცარის საქმე, რომ ყველაზე ბინძურ ტყუილებს სწორედ მისი პირით ავრცელებენ ჩვენი ქვეყნის მტრები და ბოროტის მსურველები. არადა, იყო დრო, პიტალოს ბადალი არ ჰყავდა პირფერობასა და ლაქიაობაში, მაგრამ დრომ და ჟამთასვლამ ყველაფერი დაწმინდა და ცხადია, ისიც პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდა, სადაც მისი ადგილია", - წერს "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე გია ხუხაშვილის შესახებ, რომლის მტკიცებითაც, ბიძინა ივანიშვილს თავის გუნდზე კომპრომატები აქვს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ხუხაშვილი ყველაფერზე ხელს აწერს, რასაც დაავალებენ, რაც აგენტის ყველაზე მძიმე ხვედრია. მისივე თქმით, მალე დადგება დრო, როცა ხუხაშვილს მოუწევს მოპარულის და ნაძარცვის დაბრუნება.

"პიტალო ჩვეულ ამპლუაშია. ისე წავიდა ამ ნაკაცარის საქმე, რომ ყველაზე ბინძურ ტყუილებს სწორედ მისი პირით ავრცელებენ ჩვენი ქვეყნის მტრები და ბოროტის მსურველები. არადა, იყო დრო, პიტალოს ბადალი არ ჰყავდა პირფერობასა და ლაქიაობაში, მაგრამ დრომ და ჟამთასვლამ ყველაფერი დაწმინდა და ცხადია, ისიც პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდა, სადაც მისი ადგილია.

ყველაფრის მიუხედავად, არიან ადამიანები, ბევრი ცუდი უკეთებიათ, ბევრი შეცდომა მოსვლიათ, მაგრამ რაღაც ზღვარს არ გადადიან, მათაც კი აქვთ მორალური მუხრუჭები, მაგრამ არა ამ პიტალოს.

ყველაფერზე ხელს აწერს, რასაც დაავალებენ, რაც აგენტის ყველაზე მძიმე ხვედრია. არა უშავს, როგორც დრომ მიუჩინა ხუხაშვილს თავის ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზე, ასევე მალე დადგება მისი დაფერთხვის დროც. დარწმუნებული ვარ, ბოლო კაპიკამდე მოუწევს მოპარულის და ნაძარცვის დაბრუნება და ეს დრო ძალიან, ძალიან მალე დადგება. იმაზე უფრო მალე, ვიდრე პიტალოს წარმოუდგენია", - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

დღის ამბები