სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. პრეზიდენტმა განცხადება ორბელიანების სასახლეში, პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელს არ აუხსნია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების საფუძველი.
"ბატონმა ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერზე არ უპასუხა. მე მზად ვარ და ვიწვევ დებატში. თუ მე პირადად არ შემხვდება, დებატში მოვიდეს, რადგან თვლის თავის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი, სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ და მაშინ დებატში გავარჩიოთ რაღაცები და მე ვკითხავ, არა ჩემი მხრიდან - მე არაფერი მაინტერესებს, ფაქტებს ვუყურებ და ვხედავ საითკენ მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოებისთვის, ვალდებული არის, რომ ახსნას ზოგიერთი პოზიცია. ასე რომ, ერთი კარგი დებატი, მე მგონი, გველოდება,“ - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.