აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, ნატო რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებულ ძალები გაიყვანოს. ამის შესახებ ის, სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ის ძალები, რომლებიც მან განათავსა საქართველოში მისი თანხმობის გარეშე. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, რუსეთის 16 წლიანი ოკუპაციის მიუხედავად. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,"- აცხადებს ნატო-ს პრესსპიკერი ფარაჰ დახლალაჰმა.