13 სექტემბერი 2024,   03:03
ვრცლად
ტერორისტული თავდასხმების გამო, ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტები გაუქმდა

ტერორისტული თავდასხმების გამო, ვენაში ტეილორ სვიფტის სამი კონცერტი გაუქმდა. ამერიკელი მომღერლის კონცერტების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება პოლიციამ მას შემდეგ მიიღო, რაც, თავდასხმის შესაძლო მომზადების გამო, ორი პირი დააკავეს.

პოლიციის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებული 19 წლის ავსტრიის მოქალაქეა, რომელსაც ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრობა. ის ავსტრიის ქალაქ ტერ-ნიცში დააკავეს, ხოლო მეორე პირი - ვენაში.

ტეილორ სვიფტის კონცერტები ავსტრიაში 8, 9 და 10 აგვისტოს უნდა გამართულიყო, სადაც, საერთო ჯამში, 195 ათას მსმენელს ელოდნენ.

დღის ამბები