17 სექტემბერი 2024,   13:07
ვრცლად
პარიზის ოლიმპიადაზე დღეს გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს.

მერვედფინალში გენო უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკისთან იჭიდავებს. გამარჯვების შემთხვევაში, ქართველის მომდევნო მეტოქე ან მეშვიდე ნომრად განთესილი პოლონელი რობერტ ბარანი იქნება, ან ყაზახი იუსუპ ბატირმურზაევი.

საწყის ორთაბრძოლებში წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, პეტრიაშვილის სავარაუდო მოწინააღმდეგე ნახევარფინალში მესამე ნომრად განთესილი ამერიკელი მეისონ პარისია.

დღის ამბები