21 დეკემბერი 2024,   19:07
ვრცლად
კოალიციამ "ძლიერი საქართველო" საარჩევნო გეგმის პრეზენტაცია გამართა

კოალიციამ "ძლიერი საქართველო" საარჩევნო გეგმის პრეზენტაცია გამართა. ”ლელო” და მასთან გაერთიანებული პოლიტიკოსები მთავარ დაპირებად ისევ 100-ლარიან პენსიას ასახელებენ. ამბობენ, რომ მათი პროგრამა ძირითადად სოციალურ საკითხებს, ასევე ევროინტეგრაციის თემას უკავშირდება.

"ძლიერი საქართველო" არის არა მარტო ჩვენი სახელი, არამედ ჩვენი პრაგრამატული ხედვა, ჩვენი მრწამსი და ის, რაც გვამოძრავებს ჩვენ ყოველდღიურად იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში, ამ ისტორიულ მიწაზე, ძლიერი ქართული სახელმწიფო შეიქმნას, რომელიც, ილიას გზისა და მარშალის გეგმის განხორციელებით, ამ ქვეყანას დააყენებს ფეხზე,“ - აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საგარეო მდივანი, ოპოზიციური კოალიცია ”ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი წარმომადგენელი გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები