05 ოქტომბერი 2024,   11:32
ვრცლად
"მომენტი იქნება საზეიმო და ემოციური" - როგორი იქნება პარიზის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია, რომელიც ხვალ გაიმართება

2024 წლის ოლიმპიადა დასასრულს უახლოვდება, ხვალ, პარიზში დახურვის ცერემონია გაიმართება. 

ოლიმპიადა ოფიციალურად 26 ივლისს გაიხსნა. სპორტული შეჯიბრების ბოლო დღე კი, 11 აგვისტოა, 

დახურვის ცერემონიალის წინ, რამდენიმე სპორტული შეჯიბრია დაგეგმილი:

ქალთა მარათონი
ქალთა კალათბურთი
ველოსიპედი
მამაკაცთა ხელბურთი
ქალთა თანამედროვე ხუთჭიდი
ქალთა ფრენბურთი
მამაკაცთა წყალბურთი
ქალთა ძალოსნობა
ჭიდაობა

რა მოხდება ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალზე?

არსებობს რამდენიმე ელემენტი, რომლებიც განიხილება ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიის ძირითად კომპონენტებად - თავდაპირველად მასპინძელი ქვეყნის მეთაური საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ერთად შემოდის, შემდეგ მასპინძელი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი გაჟღერდება, რა დროსაც, აღიმართება მასპინძელი ქვეყნის დროშა.

დახურვის ცერემონიაზე ფინალური მედლებიც გაიცემა, დასასრულს კი, ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრება.

თომას ჯოლი, რომელიც ოლიმპიადის საკამათო გახსნის ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, ასევე დახურვის ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელიც იქნება.

"მომენტი იქნება საზეიმო და ემოციური" - აცხადებს თომას ჯოლი.

ვინ გამოვა პარიზის დახურვის ცერემონიაზე?

მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებლების ვინაობა ჯერ არ სახელდება, ორგანიზატორებმა  განაცხადეს, რომ Stade de France გადაიქცევა გიგანტურ საკონცერტო დარბაზად. მასში 100-ზე მეტი შემსრულებელი, აკრობატი, მოცეკვავე და ცირკის არტისტი მიიღებს მონაწილეობას.

ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შოუს, მსოფლიოში ცნობილი მომღერლები დაასრულებენ.

მომდევნო ოლიმპიადა, 2028 წელს ლოს-ანჯელესში გაიმართება. 

დღის ამბები