05 ოქტომბერი 2024,   11:35
ვრცლად
დონალდ ტრამპის თვითმფრინავი მონტანას შტატში ავარიულად დაეშვა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის თვითმფრინავი მონტანას შტატში ავარიულად დაეშვა. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ტექნიკური შეფერხება იყო.

დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო აქციაზე ბოზმენში მიემართებოდა, თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გამო კი მონტანას შტატის, ქალაქ ბილინგში მოუწია ჩასვლა, საიდანაც დანიშნულების ადგილამდე სხვა კერძო თვითმფრინავით გაფრინდა.

მომხდარის გამო ტრამპს ამომრჩეველთან შეხვედრაზე რამდენიმე საათით დააგვიანდა.

დღის ამბები