16 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
"გვინდა შევქმნათ გარემო დიალოგისთვის" - დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელი "დემოკრატიის ფესტივალზე"

დანიური ფონდის დაფინანსებით და ოპოზიციის მონაწილეობით, რეგიონებში შეხვედრები გრძელდება. "დემოკრატიის ფესტივალს" ამ წუთებში ქუთაისი მასპინძლობს. მიხეილ სააკაშვილის პლაკატის გაშლის და მისი გათავისუფლების მოთხოვნის შემდეგ, დღეს იმერეთში კიდევ ერთი ბანერი გამოჩნდა წარწერით - "ხელისუფლების ძალაუფლების გადაცემა." სწორედ ამ თემაზე იგეგმება დებატები დემოკრატიის ფესტივალზე.

ღონისძიების დონორმა დღეს პირველად გააკეთა განმარტება აღნიშნულ საკითხზე. დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენლის, ფუკ ნესენსნიუსენის თქმით, წარმოადგენს ინსტიტუტს, რომელიც აერთიანებს პოლიტიკურ პარტიებს და დაფუძნებულია დანიის პარლამენტის მიერ. მისივე განმარტებით, მიზანია პარტიებს შორის დიალოგი გაიმართოს, მათ შორის, მომხრე არიან დიალოგი გაიმართოს მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც.

"სიმართლე გითხრათ, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ქართველებს ვასწავლოთ როგორ გადაწყვიტონ ეს ყველა საკითხი. სააკაშვილთან დაკავშირებითაც, დიალოგის მომხრე ვართ. გვინდა შევქმნათ გარემო დიალოგისთვის, დიალოგისთვის საგარეო საკითხებში, დიალოგისთვის რომ აღმოიფხვრას პოლარიზაცია.

რა თქმა უნდა, ვიცით, ისტორია სააკაშვილის შესახებ, აქ იმისთვის არ ვართ, რომ გითხრათ თუ როგორ უნდა გადაწყვიტოთ ეს საკითხი. მეკითხებით არის თუ არა ეს პრობლემა ფესტივალისთვის, ფესტივალისთვის ყოველთვის პრობლემაა, როდესაც პარტიები არ პასუხობენ დიალოგს, პოლიტიკური პატიმრებით და მთავრობის გადაბარებით, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით იმედი გვაქვს რომ ეს შეიცვლება. ეს იმის შესახებაა, როგორ გადააბარო ძალაუფლება მშვიდობიანად. ვცდილობთ, რომ მაგალითი მოგცეთ, როგორ ვცვლით მთავრობას. შეიძლება ეს არ არის მართებული ფორმა საქართველოსთვის, მაგრამ შეგვიძლია ინსპირაციის წყარო ვიყოთ," - განაცხადა ფუკ ნესენსნიუსენმა.

მსგავსი შინაარსის ღონისძიებების უცხოური ფულით დაფინანსებას ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს მმართველი გუნდი, სადაც არ გამორიცხავენ რომ საგარეო უწყებაში დანიის ელჩი დაიბარონ.

დღის ამბები