29 სექტემბერი 2024,   07:27
ვრცლად
ზუსტად ასეთი ბიჭების, ასეთი ვაჟკაცების, ჯარისკაცების გმირობაზე, თავდადებასა და სამშობლოსადმი სიყვარულზე დგას ჩვენი სამშობლოს სიმტკიცე და სიძლიერე - ირაკლი ჩიქოვანი შინდისის გმირებზე

ზუსტად ასეთი ბიჭების, ასეთი ვაჟკაცების, ჯარისკაცების გმირობაზე, თავდადებასა და სამშობლოსადმი სიყვარულზე დგას ჩვენი სამშობლოს სიმტკიცე და სიძლიერე, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა შინდისში ჟურნალისტებს განუცხადა.

"ეს არის დიდი ტრაგედიის და ქართული ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი დღე, ზოგადად აგვისტოს მოვლენები. მეორეს მხრივ, ეს არის დღეები, როდესაც ვნახეთ ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე, თავდადება და გმირობა. შინდისელი გმირების სახელი იქნება დაუვიწყარი ქართულ ისტორიაში, დაუვიწყარი საქართველოს მომავალი თაობებისთვის. ზუსტად ასეთი ბიჭების, ასეთი ვაჟკაცების, ჯარისკაცების გმირობაზე, თავდადებასა და სამშობლოსადმი სიყვარულზე დგას ჩვენი სამშობლოს სიმტკიცე და სიძლიერე", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

დღის ამბები