16 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
შესასწავლია თუ რატომ დაიკარგა მტკიცებულებები, რატომ არ მოხდა მათი წარდგენა, აქაც ხომ არ იკვეთება მოღალატეობრივი ნაბიჯები საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ - გივი მიქანაძე აგვისტოს ომის გამოძიებაზე

პოლიტიკური შეფასებების საგანი ტალიავინის განცხადებებია - აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში გაიმეორა, რომ არაფერს შეცვლიდა დასკვნაში, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია იყო პასუხი. მან ხაზი გაუსვა გარემოებას რომ ანგარიში მაშინ ორივე მხარემ - საქართველომ და რუსეთმა აღიარეს.


"ქართული ოცნება" აგვისტოს ომის გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობს, რათა საზოგადოებამ გაიგოს რეალურად რა მოხდა.

"ყველაფერი შესასწავლია თუ რატომ დაიკარგა ეს მტკიცებულებები, რატომ არ მოხდა ამ მტკიცებულებების წარდგენა, აქაც ხომ არ იკვეთება კონკრეტული მოღალატეობრივი ნაბიჯები საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ, ამ ყველაფერს შესაბამისმა გამოძიებამ უნდა მისცეს ამომწურავი პასუხები და აქედან გამომდინარე ეს მოცემულობაც პირდაპირ იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს საკითხები სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს, რათა მთელმა საზოგადოებამ გაიგოს რეალურად რა მოხდა,“ - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

დღის ამბები