17 სექტემბერი 2024,   03:20
ვრცლად
უკრაინის არმიამ სუჯასთან მობილიზებული რუსული საჯარისო ნაწილები გაანადგურა და 100 რუსი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანა - უკრაინელი მთავარსარდალი

უკრაინის არმიამ, რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ სუჯასთან მობილიზებული რუსული საჯარისო ნაწილები გაანადგურა და 100 რუსი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტს მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განუცხადა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთში, კურსკის ოლქში, სანგრების გასათხრელად, მშენებლებს ეძებენ. შესაბამისი განცხადებები რუსულ ვებგვერდებზე ვრცელდება, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ჯარის რუსეთის შიდა ტერიტორიაზე წინსვლა შენელებულია, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა, რუსული თავდაცვის ხაზის სუსტ წერტილებზე იერიშებს ახორციელებს. უკრაინის ძალები კურსკის ოლქში 1000 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას აკონტროლებენ და 74 დასახლებულ პუნქტზე მოიპოვეს კონტროლი.

"მადლობა რუსულ აეროდრომებზე ზუსტი, ეფექტური და დროული დარტყმებისთვის. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ზუსტად ისე მუშაობს როგორც საჭიროა. მაგრამ ისეთი ამოცანები არსებობს, რომლის შესრულებაც მხოლოდ დრონების საშუალებით შესაძლებელი არაა. სამწუხაროდ, ჩვენ სხვა სარაკეტო იარაღი გვჭირდება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან უკრაინისთვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების უზრუნველსაყოფად. იმიტომ, რომ ეს შორსმხედველი ზომები ჩვენი გამარჯვებისთვის არის საჭირო. დღეს კურსკის ოლქში კარგი პროგრესი გვაქვს. ჩვენ სტრატეგიულ მიზნებს ვახორციელებთ," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

დღის ამბები