26 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
19 წლის ქართველი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე პარალიმპიური თამაშების ნახევარფინალშია 

ქართველი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე პარალიმპიური თამაშების ნახევარფინალში იასპარეზებს.

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს საქართველოს ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი ანა ჯაფარიძემ (52 კგ). 19 წლის პარატაეკვონდოისტმა მეოთხედფინალში ტოკიოს პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონი მერიემ ბეთულ ჩავდარი ანგარიშით 7:6 დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

პირველ შეხვედრაში ქართველმა პარასპორტსმენმა აშშ-ის წარმომადგენელი არიანა პაოლო აგუილა რამოსი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ანა ჯაფარიძე ევროპის საკონტინენტო ტურნირის გამარჯვებულია.

აღსანიშნავია, რომ ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაში პირველად მონაწილეობენ. დღეს იასპარეზა ლია ჩაჩიბაიამ, 30 აგვისტოს კი საქართველოს ღირსებას გიორგი ნიკოლაძე დაიცავს.

დღის ამბები