რეგიონებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება. ამ წუთებში ღონისძიება მცხეთასა და ხაშურში იმართება, სადაც არა ერთი მომღერალია ჩასული.
არტისტები მმართველ გუნდს მხარდაჭერას უცხადებენ და აქცენტს უკვე ტრადიციულად მშვიდობაზე აკეთებენ.
"მთავარი თემა ის არის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და ღირსებით ვიაროთ ევროპისკენ. დღევანდელი მსოფლიოს ფონზე რაც ხდება, აუცილებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა და ამისთვის მხარდაჭერა უნდა გამოვხატოთ იმ ხალხის მიმართ, ვინც ეს აქამდე შეძლო", - განაცხადა მომღერალმა ლევან თოლორდავა.
ავტორი: სიმონ შანავა