16 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
თამთა მეგრელიშვილი: საქართველოში რევოლუციური სცენარი გამორიცხულია და ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის 26 ოქტომბერს გააკეთებს

"სოროსმა, როგორც უკვე კარგად გაწაფულმა სპეციალისტმა "დემოკრატიული რეჟიმების" დამყარებაში, საქართველოშიც იგივე განიზრახა 2003 წელს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ უსაყვედურა მას საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევის გამო", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

თამთა მეგრელიშვილი ე.წ. ფერადი რევოლუციის დაგეგმვისა და განხორციელების მაგალითებს მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში რევოლუციური სცენარი გამორიცხულია და ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის 26 ოქტომბერს გააკეთებს.

"სოროსმა მოსკოვში პრესკონფერენციაზე შევარდნაძე უხეშად გააფრთხილა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაებედა მომავალი არჩევნების გაყალბება. სოროსმა დაიფიცა, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მოაბილიზებდა გაყალბების შემთხვევაში. მან თქვა (ვციტირებ): "საჭირო გახდება სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება, რათა დაცულ იქნას სამართლიანი და კანონიერი არჩევნების უფლება." იგი აგრძელებს მსჯელობას: "ჩვენ ეს უფლება დავიცავით სლოვაკეთში მეჩიარის დროს და იუგოსლავიაში მილოშევიჩის დროს". სოროსმა სიტყვა შეასრულა.

გაზეთი Britain’s Globe and Mail გვიყვება: ყველაფერი თებერვლიდან დაიწყო. მილიარდერმა ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა საქართველოს პრეზიდენტის ჩამოგდების პროცესის მშენებლობა დაიწყო საკუთარი "ღია საზოგადოება - საქართველოს" მეშვეობით. თებერვალშივე 31 წლის ახალგაზრდა პოლიტიკური აქტივისტი გიგა ბოკერია მიემგზავრება სერბეთში ორგანიზაცია "ოტპორში" (დღევანდელ კანვასში), რომელმაც დააორგანიზა სლობოდან მილოშევიჩის მთავრობის გადაგდება. მიზანი ნათელია: ბოკერიამ ოტპორისგან (ანუ კანვასისგან) უნდა შეისწავლოს მეთოდოლოგია. "ღია საზოგადოება - საქართველოს" გავლით, გიგა ბოკერიას ჩამოჰყავს „ოტპორის" წარმომადგენლები 1000 აქტივისტის დასატრენინგებლად. პარალელურად, ჯორჯ სოროსის და მისივე „ღია საზოგადოების" ინიციატივით მათსავე დაფინანსებულ "რუსთავი 2-ზე" იწყება აშშ-ში შექმნილი დოკუმენტური ფილმის, "დიქტატორის ჩამოგდების" (Bringing Down a Dictator) ყოველკვირეული ჩვენება. ფილმში ნაჩვენებია ნაბიჯ-ნაბიჯ, თუ როგორ ჩამოაგდეს სლობოდან მილოშევიჩი. ფილმის პროდიუსერი იყო პიტერ აკერმანი, სამოციანი წლების ცნობილი რადიკალი, რომელიც შარშან ბრძანდებოდა საქართველოში "ფერადი რევოლუციების" ტრენინგების ჩასატარებლად. მისი ორგანიზაცია, სახელწოდებით - "არაძალადობრივი სტრატეგიული საერთაშორისო ცენტრი“, ქალაქ ვაშინგტონში მდებარეობს. პეტერ აკერმანი ხელმძღვანელობდა პროფესორ ჯინ შარპის მიერ ჩამოყალიბებული რევოლუციების წარმოების მეთოდოლოგიითა და პრინციპებით. აკერმანის დოკუმენტური ფილმი გადამწყვეტი აღმოჩნდა მასების განწყობების შესაქმნელად. ყოველ შაბათს, თვეების განმავლობაში, ტელეკომპანია "რუსთავი 2" აჩვენებდა აკერმანის ამ ფილმს. ბოლო დღეებში აღნიშნული ფილმის ჩვენება გახშირდა, რამაც დააჩქარა შევარდნაძის რეჟიმის კოლაფსი.

"ვოშინგტონ პოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ვკითხულობთ: "ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ფილმი, რადგან დემონსტრანტებმა ამ ფილმიდან გამომდინარე ზეპირად იცოდნენ - რა, სად და როდის უნდა გაეკეთებინათ." როგორც კი არჩევნების შედეგები გამოცხადდა, „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული ტელეკომპანია "რუსთავი 2" მაშინვე დებს სოროსის დაფინანსებული ე.წ. ეგზიტპოლების ალტერნატიულ ციფრებს და მომზადებული ჯგუფები მაშინვე გამოდიან გარეთ. მათ წინ მიუძღვებიანოტპორის" (იგივე კანვასის) მიერ გადამზადებული აქტივისტები. აი, როგორ მუშაობს სქემა - შევცვალოთ არასასურველი ძალა! (ანუ, მათთვის არასასურველი გუნდი), მაგრამ მავანთ ავიწყდებათ მთავარი, რომ ახლა სახელმწიფო ინსტიტუციები მყარი და სტაბილურია და ამომრჩეველი პოლიტიკურად საგრძნობლად გაიზარდა. შესაბამისად, რევოლუციური სცენარი გამორიცხულია და ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის 26 ოქტომბერს გააკეთებს. არა და არა დიდი ძმის მიზანს - არეულობით შეგვიცვალოს არჩევანი! არა და არა, კანვასსა და მსგავს ორგანიზაციებს, გამოიყვანონ ახალგაზრდები და აურიონ თავგზა", - წერს თამთა მეგრელიშვილი.

დღის ამბები