05 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
ბორჯომში, ახალდაბის ტყეში ხანძარია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის მიმდებარედ, ტყეში ხანძარია.

როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველები უკვე ჩაერთნენ.

ტერიტორია ტექნიკისთვის მიუვალია და, ამ ეტაპზე, ხანძრის ჩაქრობას ცოცხალი ძალით ცდილობენ.

ცეცხლის კერები დასახლებიდან მოშორებით ფიქსირდება.

დღის ამბები