22 დეკემბერი 2024,   06:24
ვრცლად
გავქვს დიდი სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, ჯერ კიდევ თებერვალში თუ მარტში მოვიწვიეთ ეუთო/ოდირის მისია - ირაკლი კობახიძე

"ჩვენ გავქვს დიდი სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში" - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეპუტაცია სრულად აქვთ შელახული.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სრულად აქვს შელახული საკუთარი რეპუტაცია.

თქვენ გახსოვთ, რა მოხდა წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც გაყალბდა პვტ, როდესაც გაყალბდა მონაცემები ზედმეტობებთან დაკავშირებით, როდესაც ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და ცესკომ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები და ა.შ. ასევე გახსოვთ, საერთო ყალბი შეფასება, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ათეულმა ე.წ. ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. შელახულია ადგილობრივი დამკვირვებლების იმიჯი ძალიან სერიოზულად, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში.

ჩვენ ჯერ კიდევ თებერვალში თუ მარტში მოვიწვიეთ ეუთო/ოდირის მისია, და ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ჩამოვა საქართველოში, ისინი დააკვირდებიან არჩევნებს, ისევე როგორც უზრუნველყოფილი იქნება რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო მისიის ჩამოსვლა საქართველოში. ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად ღია ამასთან დაკავშირებით. პირიქით, რაც მეტი მით უკეთესი - ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. აქცენტი გაკეთდება არსებითად საერთაშორისო უცხოელ დამკვირვებლებზე", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

დღის ამბები