21 დეკემბერი 2024,   19:13
ვრცლად
გივი მიქანაძე ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე: ესაა იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის მორიგი დადასტურება, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ეწევა და აგრძელებს თავისი ჩვეული მეთოდებით

ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ეწევა და აგრძელებს თავისი ჩვეული მეთოდებით, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ, "ქართული ოცნების" წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მან მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და, მმართველი გუნდის სახელით, გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

"მინდა, ჩვენი გუნდის სახელით, გამოვხატო ღრმა მწუხარება და სამძიმარი ერმილე გიგიაძის ოჯახისა და ახლობლების მისამართით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, წყალტუბოში, სოფელ გეგუთის მიკროშტაბში კარდაკარის მიმდინარეობისას, ოპოზიციის აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე "ქართული ოცნების" წევრებს მიუვარდა და მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ურთიერთშელაპარაკების დროს, ნუცუბიძემ მმართველი პარტიის წევრს, ერმილე გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა. გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

დღის ამბები