21 დეკემბერი 2024,   18:09
ვრცლად
ისრაელის სამხედრო ძალების იერიშს 18 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ძალების იერიშს 18 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი მოზარდია. რეიდები იყო დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში. არაბული მედიის ცნობით, 4 ათასი ადგილობრივი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა.

"ჰამასში" აცხადებენ, რომ ისრაელმა ვაშინგტონის ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უნდა მიიღოს, ახალი გეგმა კი საჭირო არ არის.

ბემიამინ ნეთანიაჰუმ საერთაშორისო მედია ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების შესახებ ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა. პრემიერი ირწმუნება, რომ რაფაჰში დაღუპულთა შესახებ ცნობები მცდარი იყო და ადგილზე ძალიან ცოტა უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები