21 დეკემბერი 2024,   19:41
ვრცლად
საქართველო მოლდოვასა და უკრაინას ბევრ სფეროში უსწრებს, თუმცა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა ჭიანურდება - ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტი

საქართველო მოლდოვასა და უკრაინას ბევრ სფეროში უსწრებს, თუმცა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა ჭიანურდება - ნათქვამია ესპანეთის "მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის" ინსტიტუტის კვლევაში.

დოკუმენტში გაანალიზებულია ყველა იმ ქვეყნის პროგრესი, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზეა.

"საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში, სასამართლო რეფორმასა და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებაში. უკრაინა გამოწვევების წინაშე დგას დემოკრატიული მმართველობის კუთხით, მოლდოვას კი მოუწია ღრმად ფესვებგადგმულ კორუფციასთან გამკლავება,""- ნათქვამია კვლევაში.

დასკვნაში ასევე საუბარია, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების გაჭიანურება ზრდის საგარეო ჩარევის რისკს, რამაც შეიძლება დესტაბილიზაცია მოახდინოს კავკასიაში და საფრთხე შეუქმნას ევროკავშირის უსაფრთხოებას. აუცილებელია, ევროკავშირმა სწრაფად იმოქმედოს ამ რისკების შესამცირებლად, მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებას ევროპული ღირებულებებისა და რეფორმებისადმი,“ -აღნიშნულია კვლევაში.

დღის ამბები