21 დეკემბერი 2024,   20:01
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები გერმანიის ბუნდესთაგის წარმომადგენლებს შეხვდნენ

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შემავალი ფრაქციების სპიკერებს, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ.

მხარეებმა წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც ამ პროცესებს უკავშირდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა განაცხადა რომ ბუნდესტაგის წარმომადგენლებს არ შეხვდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები.

ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს "ქართულ ოცნებაში". ოპოზიციის შემდეგ, სტუმრებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ უმასპინძლა.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წინასაარჩევნო გარემოს, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებსა და რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების თავიდან არიდების პოლიტიკაში საქართველოს როლს შეეხებოდა.

დღის ამბები