11 ოქტომბერი 2024,   22:54
ვრცლად
ადამიანი გარდაიცვალა ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინების გამო - დამნაშავეები არიან არა მარტო რადიკალური ოპოზიციური პარტიები და რადიკალური "ენჯეოები", არამედ მათი დონორი ორგანიზაციებიც - ლევან მაჭავარიანი

"კლასიკური ფსევდოლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება," - ასე შეაფასა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ერმილე გიგიაძის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტი.

მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა არა მარტო "რადიკალურმა ოპოზიციამ" და "რადიკალურმა ენჯეოებმა" უნდა აიღონ, არამედ - დონორმა ორგანიზაციებმაც.

"ამ ფაქტში, რაც დაფიქსირდა, - ძალიან სამწუხარო, უმძიმესი ფაქტი: ადამიანი გარდაიცვალა იქიდან გამომდინარე, რომ მასზე განხორციელდა ფსევდოლიბერალური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოვლინება, - ამაში დამნაშავეები არიან არა მარტო რადიკალური ოპოზიციური პარტიები და რადიკალური "ენჯეოები", არამედ - მათი დონორი ორგანიზაციებიც.

მათი წილი პასუხისმგებლობაცაა, რაც მოხდა, რადგან ჩვენ მოვუწოდებდით - ბატონი შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე - ღიად, დახურულ კარს მიღმა, პირდაპირ ეთერებში, წერილობით, რომ ეს, რაც ფინანსდება, თუ არ გაჩერდება ამ ყველაფრის წახალისება (რადიკალიზმზე მაქვს საუბარი) ძალიან ცუდი შედეგი დადგება და ეს შედეგიც არის ამის მაგალითი. ეს არის კლასიკური ფსევდოლიბერალური ფაშიზმი," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები