16 სექტემბერი 2024,   19:05
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - რუსეთმა კონტროლი დონეცკის ოლქის კიდევ 6 სოფელზე დაამყარა

საომარი მოქმედებები გრძელდება უკრაინაში - რუსეთმა კონტროლი დონეცკის ოლქის კიდევ 6 სოფელზე დაამყარა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, რუსების მიერ გაშვებული შაჰიდის ტიპის 67 დრონიდან 58-ის განადგურება შეძლეს. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქშიც. ამ ფონზე კი, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული რუსეთის ვორონეჟის ოლქში, სადაც თავდასხმის შედეგად, ადვილად აალებადი ნივთიერებების საწყობში აფეთქებები იყო.

საფრთხის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

დღის ამბები