22 დეკემბერი 2024,   10:09
ვრცლად
ზუგდიდში გემოფესტის სამზადისი მიმდინარეობს

7 -8 სექტემბერს გემო ფესტს სამეგრელო მასპინძლობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებული ფესტივალი ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში იმართება.
გემო ფესტში მონაწილეობის მსურველები გამოცდილ შეფებს, მათთვის გაიმართა ტრენინგები და მასტერკლასები. შეფ მზარეულებმა ფესტივალის მომავალ მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს და რჩევები მისცეს.

ზუგდიდში გემო ფესტის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები წარადგინონ, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.

ფესტივალში სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ადგილობრივი მზარეულები მონაწილეობენ.

დღის ამბები