13 ოქტომბერი 2024,   02:02
ვრცლად
"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

"ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ქედის, შუახევისა და ხულოს მოსახლეობასთან.

თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობას საქართველოს პარლამენტში ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე წარუდგინა. ასევე, მოსახლეობას წარუდგინა აჭარის უმაღლეს საბჭოში ქედის დელეგატი - მამუკა თურმანიძე, შუახევის დელეგატი - ფრიდონ ფუტკარაძე და ხულოს დელეგატი - ვახტანგ ბერიძე.

მაღალმთიან აჭარაში გამართულ შეხვედრებს "ქართული ოცნების" დელეგატები, მაჟორიტარი დეპუტატები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ქობულეთის მერიისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

დღის ამბები