17 სექტემბერი 2024,   02:42
ვრცლად
აშშ-ში, ტურისტმა უცნაური, კლდეზე მცოცავი 6-მეტრიანი არსება დააფიქსირა

აშშ-ში, კოლორადოს მთაზე, ტურისტებმა, კამერით, უცნაური, 6-მეტრიანი არსება დააფიქსირეს, რომელიც კლდეზე მიცოცავდა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

ტურისტები ლონგსის მწვერვალზე, კლდოვან მთებში, სალაშქროდ იმყოფებოდნენ, როდესაც, ფოტოს გადაღების დროს, შემთხვევით დააფიქსირეს უცნაური ნაცრისფერი არსება, რომელიც კლდეზე მიცოცავდა.

ტურისტებს არსება მაშინვე არ აღმოუჩენიათ. მისი დაფიქსირება ლაშქრობის დასრულების შემდეგ, ფოტოების დათვალიერების დროს შეძლეს.

ტურისტების განმარტებით, ფოტო ლამაზი ხედის გამო გადაიღეს და არა იმიტომ, რომ მათ რაიმე უცნაური შეამჩნიეს.

 

დღის ამბები