ონის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი "ონელობა - 2024" გაიმართება. სამზადისი ქალაქში დილიდან მიმდინარეობს.
სადღესასწაულოდ არის მორთული ქალაქის შემოსასვლელში არსებული გადმოსახედი, დემეტრე მეორისა და დავით აღმაშენებლის მოედანი, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარი.
აღმაშენებლის მოედანზე მოწყობილია სცენა გალა- კონცერტისთვის. განთავსდა ხის სახლები, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
მოწყობილია ეთნო კუთხე, ფოტო გადასაღები სტენდები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ონში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება. გაიმართება კონცერტი. დღეს ფოიერკვერკი დაასრულებს.