21 დეკემბერი 2024,   19:50
ვრცლად
პარალიმპიელი ჩემპიონები, პრიზიორები და მწვრთნელები იქნებიან წარდგენილნი შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე - პრემიერ-მინისტრი

პარალიმპიელი ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები იქნებიან წარდგენილნი შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პარალიმპიელებთან მიმართებით მიდგომა არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ოლიმპიელების შემთხვევაში.

"პარალიმპიელებთან მიმართებით მიდგომა არის ზუსტად ისეთივე, როგორც ოლიმპიელების შემთხვევაში და ისინი წარდგენილნი იქნებიან შესაბამის სახელმწიფო ჯილდოებზე ზუსტად იმავე პრინციპით, როგორც წარვადგინეთ ოლიმპიელები. ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები იქნებიან წარდგენილნი შესაბამის სახელმწიფო ჯილდოებზე,“- განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები