17 სექტემბერი 2024,   08:02
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, "ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი PACE-ს კომიტეტების შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ეკა სეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო PACE-ს კულტურის კომიტეტის მედია და საინფორმაციო საზოგადოების ქვე-კომიტეტის შეხვედრაში.

9 სექტემბერს, ედინბურგში გამართულ შეხვედრაზე, ქვეკომიტეტის წევრებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიც არის "ციფრულ პლატფორმებზე გამოხატვის თავისუფლების საჯარო რეგულირება", "საფრთხეები მედიის პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის მიმართ" და "მედიის თავისუფლება სპორტში", ასევე განისაზღვრა ქვე-კომიტეტის სამუშაო პროგრამა და პრიორიტეტები. საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეკა სეფაშვილი PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის და სოციალური საკითხები, ჯანმრთელობა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას.

დღის ამბები