17 სექტემბერი 2024,   08:04
ვრცლად
პორტუგალიაში ციხიდან 5 პატიმარი გაიქცა, მათ შორის 1 ქართველია

პორტუგალიაში ერთ-ერთი ციხიდან 5 პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია. მსჯავრდებულები დედაქალაქ ლისაბონიდან 70 კილომეტრში მდებარე ვალე-დე-ჟუდეუსის მკაცრი რეჟიმის საპატიმროდან გაიქცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიური მედია ავრცელებს.

გაქცეულ პატიმრებს შორის არის ორი პორტუგალიელი, ერთი არგენტინელი, ასევე ბრიტანელი. პორტუგალიის სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, პატიმრები შაბათს დილით კედელზე კიბის საშუალებით გადაძვრნენ, დახმარება მათ გარედან აღმოუჩინეს.

პორტუგალიის ციხის მცველთა ეროვნული გაერთიანება აცხადებს, რომ გაქცეული პატიმრები უკიდურესად საშიში არიან. პორტუგალიის პოლიციამ მათ დასაკავებლად საერთაშორისო დახმარება ითხოვა.

დღის ამბები