12 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
"ეს არის გარკვეულწილად "აუთსორსი", რომელსაც სახელმწიფო გადაუხდის იმისათვის, რომ სწორი დასკვნები გააკეთოს" - გია ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნაში ახალი არაფერია და მსგავსი პრაქტიკა უცხოეთშიც აქტიურად გამოიყენება.

მისი განმარტებით, უცხოეთში მოქმედი ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობებისგან იღებს დაფინანსებას.

"ეს არის გარკვეულწილად "აუთსორსი", რომელსაც სახელმწიფო გადაუხდის იმისათვის, რომ სწორი დასკვნები გააკეთოს კორუფციის საკითხებთან დაკავშირებით და სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის განვითარებას ეხება. არაფერი ამაში უცხო არ არის. ყოველ შემთხვევაში უცხოეთში, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თუნდაც სხვა ქვეყნებში მოქმედებს, არის მთავრობებისგან დაფინანსებული", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები