12 ოქტომბერი 2024,   01:33
ვრცლად
გაიზრდება ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის ზეწოლა საქართველოზე - მიხეილ ყაველაშვილი

"ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ, არაერთი აქამდე დაფარული პროცესი გაცხადდა, ქვეყნის ხელისუფლება კი თავდასხმის ობიექტი გახდა. მაგალითებად მოყვანილია პიტერ სტანოს, ჯინ შაჰინის და ჯეიმს ო ბრაიენის განცხადებები.

"ხალხის ძალის" წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, კანონის მიღების პარალელურად ევროპისა და ამერიკის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოზე ზეწოლა გაიზრდება.

"სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე გაიშიფრა. ადამიანები საუბრობენ "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ კანონზე, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. ეს კანონი ადამიანის უფლებებისა და ჩვენი მოზარდების დაცვისკენ არის მიმართული. პიტერ სტანომ აღნიშნა, რომ თუ ამ კანონს მივიღებთ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი.

ასევე, "გამჭვირვალობის კანონი", რომელთან დაკავშირებით ვხედავთ, როგორი აღვირახსნილი კამპანია ტარდებოდა გარე ძალებისა, არასამთავრობო სექტორისა და რადიკალური ოპოზიციის მიერ. ფაქტობრივად, ვერცერთი მაგალითი ვერ მოიყვანეს თუ რას ეწინააღმდეგება "გამჭვირვალობის კანონი". ეს ყველაფერი უკავშირდება 26 ოქტომბრის არჩევნებს. ალბათ, გაიზრდება ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის ზეწოლა საქართველოზე", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დღის ამბები