14 ოქტომბერი 2024,   03:55
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, პრემიერის ეს წამოწყება კიდევ უფრო მეტ დადებით მუხტს შეიტანს ქვეყნის უფრო სწრაფად განვითარების საქმეში - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნებას ითვალისწინებს.

"მისასალმებელია ბატონ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას და საქართველოს ეროვნული ინტერესების კიდევ უფრო მეტი საზოგადოებრივი ჩართულობით განხორციელებას. დარწმუნებული ვარ, ეს წამოწყება იქნება აუცილებლად წარმატებული და კიდევ უფრო მეტ დადებით მუხტს შეიტანს ქვეყნის უფრო სწრაფად განვითარების საქმეში", - აღნიშნა მინისტრმა.

დღის ამბები