21 დეკემბერი 2024,   19:48
ვრცლად
პოზიტიური ინიციატივაა, არის მთელი რიგი პროექტები, რომელსაც პასუხისმგებლიანი არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო ეფექტურად განახორციელებენ - არჩილ თალაკვაძე არასამთავრობოებისთვის საგრანტო ფონდის შექმნაზე

საგრანტო ფონდი მთავრობისგან არასამთავრობოებისთვის - ფონდის შექმნის ინიციატივას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია პრემიერის ინიციატივას NGO-სთვის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობად აფასებს.

"მიზანი ენჯეოების მოსყიდვა და მათი გაქრობა არის. ის 5, 7 თუ 10 ენჯეო, ვისაც  ქოცები ებრძვიან, მათი მდგომარეობა ამით არ იცვლება, უბრალოდ ბევრი სხვა ენჯეო დარეგისტრირდება და ქოცები იტყვიან, რომ აი, ნახეთ რამდენად ბევრი ენჯეო გვაქვსო. არა და, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება მთავრობისგან, არის ოქსიმორონი, ასეთი რაღაცა შეუძლებელია, მაშინ ის თავისი შინაარსით არ არის არასამთავრობო, არის სამთავრობო, თუ მთავრობისგან ფინანსდება", - აცხადებს "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ მესამე სექტორისათვის საგრანტო ფონდის შექმნა ბევრ სარგებელს მოიტანს.

"ძალიან პოზიტიური ინიციატივაა, ვინაიდან არის მთელი რიგი სერვისები, არის ინიციატივები, ისეთი პროექტები, რომელსაც სამოქალაქო სექტორი, პასუხისმგებლიანი არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო ეფექტურად განახორციელებენ. ეს ყველაფერი გაიწერება, იქნება გამჭვირვალე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც ჰქონდა და აქვს სურვილი, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში და ემსახუროს თავის ქვეყანას, საზოგადოებას, ეს კიდევ უფრო მეტ და დამატებით საშუალებას მისცემს", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები