05 ოქტომბერი 2024,   22:49
ვრცლად
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, უცხოური გავლენის შესახებ კანონით იმის შესახებ, თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება - რობინ დანიგანი

საქართველოში ამერიკის ელჩმა "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონზე დღეს მედიასთან ისაუბრა. რობინ დანიგანის განცხადებით, იყო ბევრი დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიდის შტატების დახმარება.

განცხადება ამერიკელმა დიპლომატმა ბათუმში გააკეთა, ის საჯარო ბიბლიოთეკაში ამერიკული განახლებული კუთხის გახსნას დაესწრო. დანიგანი აჭარაში იმ 4 პროექტს გაეცნო, რომელშიც ადგილობრივი მეწარმეები არიან ჩართულები.

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, უცხოური გავლენის შესახებ კანონით - იმის შესახებ, თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება. არის მაგალითები იმისა, თუ სად მიდის ჩვენი მხარდაჭერა - ქართველებთან ქართველების დასახმარებლად.

ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქართველებისთვის, ქართველები ეხმარებიან ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში, ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში. ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება. ასე რომ, ეს დადებითია, ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და ეს არ არის უარყოფითი,"- აცხადებს დანიგანი. 

დღის ამბები