16 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
ბათუმში აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს

ბათუმში აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს შეხვდა. თურქეთის თავდაცვის მინისტრთან საუბარი შეეხო თანამშრომლობას ორმხრივ ფორმატში.

მათ შორის, სამხედრო-საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებასა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობას.

აღინიშნა თურქეთის წვლილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებაში.

ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დღის ამბები