16 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
კოალიცია "ძლიერი საქართველო" საგარეჯოს ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებაზე საუბრობს და მომხდარს პოლიტიკურ დევნას უკავშირებს

კოალიცია "ძლიერი საქართველო" საგარეჯოს ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებაზე საუბრობს და მომხდარს პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. ამ თემაზე დღეს "ლელოს" ოფისში ბრიფინგი საბა ბუაძემ გამართა.

ერთი პირის დაკავების შესახებ განცხადება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები