22 დეკემბერი 2024,   09:51
ვრცლად
შიდა ქართლში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება-გადამუშავება დაიწყო - მოსავლის დაბინავების მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიას გასცემს

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება - არასტანდარტული ვაშლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიას გასცემს. დახმარებას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც, 15 დეკემბრამდე, 1 კილო არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან.

შიდა ქართლში 50 ათას ტონაზე მეტ არასტანდარტული ვაშლის მოსავალს ელოდებიან. გადამამუშავებელმა საწარმოებმა ფერმერებისგან ხილის ჩაბარება უკვე დაიწყეს.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის პროცესს ორგანიზებას საკოორდინაციო შტაბი გაუწევს.

სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ფერმერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარით ფინანსდება.

დღის ამბები