30 დეკემბერი 2024,   21:34
ვრცლად
ჩვენი წარმატებული, მსოფლიო დონის სპორტსმენები არიან ამ მოღალატეების სიაში, ამასთან დაკავშირებით აზრი რომ გამოთქვეს, ეს არის ბულინგი?! - პეტრე ცისკარიშვილი

"ქართული ოცნების" სიას ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო აქტივისტები აკრიტიკებენ. მათ ახალ სახეებსა და ოლიმპიელ ჩემპიონებს მოღალატეები და გაყიდულები უწოდეს.

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობაშიც." პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ განცხადებებში ბულინგს ვერ ხედავს. 

"ჩვენი წარმატებული, მსოფლიო დონის სპორტსმენები არიან ამ მოღალატეების სიაში, ამასთან დაკავშირებით აზრი რომ გამოთქვეს, ეს არის ბულინგი?! - გვარების გასაკეთილშობილებლად რამდენიმე ჩვენი ცნობილი სპორტსმენი დაამატეს. საბოლოო ჯამში, ალბათ, ყველაფერი პირიქით მოხდა, ამ სპორტსმენების რეპუტაციას, მათ სახელებს მოსცხეს ჩირქი," - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პარტიის "ანა დოლიძე - ხალხისთვის" თავმჯდომარისა და კოალიცია "ძლიერი საქართველოს წევრის, ანა დოლიძის განცხადებით კი, სიაში "არიან დამსახურებული სპორტსმენები, მაგრამ, ამ ეტაპზე, ქვეყანას სჭირდება ხალხი, რომელიც დაჯდება პარლამენტში და დაწერს კანონებს."

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის პირველ ნომრად პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დასახელდა. სიაში ასევე არიან სპორტსმენები - ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

დღის ამბები